spot_img
3.8 C
Tbilisi
spot_img

სეთ გოდინი

სეთ გოდინი (1960) ამერიკელი მეწარმე, მწერალი, მარკეტინგის გურუ და სპიკერი. 17 წიგნის ავტორი მარკეტინგის, რეკლამის, ბიზნესის და ლიდერობის თემებზე. მათი უმეტესობა, განსაკუთრებით წიგნები „ყველა მარკეტერი ცრუობს“, “იისფერი ძროხა” და “იდეავირუსის გათავისუფლება” ბესტსელერად იქცა.

დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერების და ფილოსოფიის ფაკულტეტი. მოგვიანებით კი სტენფორდის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო კურსი.

20,000 დოლარიანი დანაზოგით შექმნა კომპანია, რომელიც შესაფუთ მასალას აწარმოებდა წიგნებისთვის და საკუთარი ბინიდან ოპერირებდა. მოგვიანებით კომპანია საკუთარ თანამშრომლებსვე მიჰყიდა და 1995 წელს დააარსა ახალი ფირმა Yoyodyne, რომლის მიზანიც იყო ინოვაციური იდეების ხელშეწყობა მიზნობრივ აუდიტორიამდე მისასვლელად. მისი კლიენტებს შორის იყვნენ Volvo, Microsoft, Sony Music. რამდენიმე წელიწადში Yahoo! – მ იყიდა კომპანია და გოდინი მარკეტინგის მიმართულების ვიცე პრეზიდენტად დანიშნა.

გოდინმა მოგვიანებით დააარსა პორტალი Squidoo.com, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ ბმულები და ინფორმაცია საკუთარი იდეების შესახებ. გოდინის აზრით მსოფლიოში ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და დაიწყოს გლობალური საუბარი ბიზნესსა და მარკეტინგზე, რომელშიც ყველას შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ეს საიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საიტია.

გოდინი თავის წიგნებში ყოველთვის ხაზს უსვამს მარკეტინგის და მომხმარებელთან სწორი ურთიერთობის გადამწყვეტ როლს ბიზნესის წარმატებაში. ბევრი მეწარმე მაქსიმალურად კონცენტრირდება წარმოების პროცესებსა და პროდუქტის ხარისხზე და ყურადღების მიღმა რჩება მარკეტინგზე და მომხმარებლის მოთხოვნილებებზე ორიენტირების ფაქტორი, რომელიც მიიღწევა მომხმარებელთან ინტენსიური ურთიერთობით.

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთან ურთიერთობის, მათგან უკუკავშირების მიღების საუკეთესო საშუალება ციფრული მედიებია. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით მოვეკიდოთ მედიების როლს ჩვენი ბიზნესის განვითარებაში.

თუ გსურს გაეცნო, ვინ არიან ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, ინვესტორები, სტარტაპერები და ანტრეპრენერები, გაინტერესებს რა ბიზნესებს ფლობენ და აწარმოებენ დღეს სელებრითები – გაიგე მეტი 15 წამში.

გააზიარე 👇

spot_img
BUSINESSNEWS.GE
BUSINESSNEWS.GEhttps://www.businessnews.ge
#ბიზნესზე და #ბიზნესისთვის
spot_img

ახალი სტატიები

ბიზნეს სიახლეები