ახლა უფრო მარტივი იქნება სიმღერების “სწორად” სწავლა – Spotify-მ განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი — ნაწილი უფასოდ, ნაწილი კი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ეს სიახლე იმის ფარგლებში ხორციელდება, რომ Musixmatch მუსიკალურ აპლიკაციებს (მათ შორის, Apple Music, Shazam და Instagram) ტექსტებით უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, კომპანია მნიშვნელოვნად აფართოებს თავის მუსიკალურ აპლიკაციაზე წვდომას. ამჟამად ერაყს, კონგოს რესპუბლიკას, ტაჯიკეთს, ვენესუელას, ლიბიას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეუძლია აპლიკაციის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში კიდევ 180 მილიონ ადამიანს აქვს მუსიკის ამ პლატფორმაზე მოსმენის საშუალება — ბოლო ცვლილების წყალობით კი, მათთვის საყვარელი სიმღერების ტექსტების სწავლაც გამარტივდება.
—
სრული სტატია – Marketer.ge