Porsche Centre Tbilisi ბრენდის შთამაგონებელ ისტორიაზე გვიამბობს, რომელიც კამპანია #გაბედეს ინსპირაციად იქცა. Porsche-ს ისტორია 1931 წელს იწყება. 70 წელზე მეტია, ბრენდი არ წყვეტს საზოგადოების გაოცებას და უამრავი ადამიანის ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. Porsche არამხოლოდ ავტომობილია, ესაა ხასიათი, სიმტკიცე, რომელიც ბრენდს უბიძგებს მუდმივი სიახლეებისკენ. განვითარების მუდმივი სურვილი, სიახლეებისკენ სწრაფვა და რაც მთავარია, გამბედაობა ყოველთვის წარმოადგენდა პორშეს ხასიათის უმნიშვნელოვანეს თვისებას. ახლაც, როდესაც მსოფლიო 2022 წელს ეგებება, ბრენდი საზოგადოებას უზიარებს მთავარ გზავნილს, იარონ მუდმივად წინ თავიანთი მიზნებისკენ. ხანგრძლივი ისტორიისა და უამრავი თავგადასავლის მიუხედავად, Porsche თავადაც განაგრძობს ახალი გზების გაკვალვასა და ადამიანების ამ გზით შთაგონებას. პორშეს ცენტრმა თბილისში გაგვიზიარა ვიდეორგოლი, სადაც ბრენდის ისტორიასა და მიზანსწრაფულობაზე გვიყვება.
—
სრული სტატია ავტორის საიტზე | Marketer.ge